ამოღებულია 30 აბი „სუბოქსინი“ – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავა, – ამის შესახებ ,,თაიმერს”  შსს-დან აცნობეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ვ.ხ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ხეთაში – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა უცნობია სად მიემგზავრება