შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავებმა 1 კილოგრამი და 200 გრამი მეთადონი ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი.
“გუშინ, გვიან ღამით თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სამართალდაცავების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 1 კილოგრამი და 200 გრამი მეთადონი იქნა ამოღებული.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, გასაღების მიზნით, ჯგუფურად დაკავებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი” – აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირდი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისასა 67 შეკვრა, დაფასოებული, 1,2 კილოგრამი მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. […] გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სოციალურ ქსელში არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში, გასაღების მიზნით ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ანთავსებდნენ, შემდეგ კი კოორდინატებით შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.