ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 5, 2018 17:11

ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ

“ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კამათს – საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შასარჩევ კონკურსს.
“კომისიის შემადგენლობა არის განახლებული. სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახალებული კანდიდატურა კომისიაში. ასევე ომბუდსმენის კანდიდატურა არის წარმოდგენილი კომისიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტედენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემთვის პირადად მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ ნდობა მცირდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე, რომ ვთქვათ პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ასევე ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნდობა არ გაზრდილა და ცვლილებებიც ამიტომ მივიღეთ ზუსტად. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს მკვდარ ტელევიზიაში. მკვდარში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს და ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამას ნიშნავს სწორედ. ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და ამოცანა არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 5, 2018 17:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics