“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ

დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი განხილვების პროცესში დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაახლოებით 800 ადამიანია, ვისაც უშუალოდ ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680-მდე პირი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს