ამნისტიის კანონი სააკაშვილსაც შეეხება

პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

თუმცა, რაქვიაშვილის თქმით, ვინაიდან ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეა აღძრული, რთულია პროგნოზირება, კანონპროექტით დატოვებს, თუ არა ის ციხეს.

„ცხადია, ამნისტიის პროექტი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება. დატოვებს თუ არა ციხეს უშუალოდ ამნისტიით, ეს ტექნიკური ამბავია. მის წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და იქ რა მოხდება, ამის პროგნოზირებას ჩემს თავზე არ ავიღებ. მაგრამ, გასაგებია, ამნისტია შეეხება მიხეილ სააკაშვილს.
სინამდვილეში, ყველა პატიმარს ეხება ეს ამნისტია. მცირე გამონაკლისის გარდა, კერძოდ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებების გარდა.

ფაქტობრივად, 10 000 ადამიანს შეეხება, ასე თუ ისე. არ მგონია, რომ ძალიან ბევრმა პირდაპირ დატოვის ციხე ამის გამო, მაგრამ ძალიან ბევრს შეუმცირდება სასჯელი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. მისივე თქმით, რაც შეეხება შემცირების, რა მექანიზმები არსებობს, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი.

„გირჩის“ მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ. ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებსა და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.

კანონპროექტის თანაავტორები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება „ოცნების“ გარეშე ვერ მოხდება.

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ამნისტია მარიხუანას რეალიზატორებს“ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, “ევროპტიმისტები” . პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის “ოფიციალური ვალუტა” რუსული რუბლია-26 მხარდამჭერი და 2 წინააღმდეგი
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ