ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების აქტი და მხოლოდ ისეთ საზიზღარ და ძირდამპალ ხელისუფლებას, როგორიც ქართული ოცნებაა, შეუძლია მოწყალების აქტი გათხვაროს პოლიტიკურ ჩირკში – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პარლამენტში ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს ეხმაურება.
უგულავას თქმით, ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან განხროციელებული მოწყალების აქტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გათხვარა პოლიტიკურ კონტექსტში.
უგულავამ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონის პროექტში, იარაღის უკანონო ტარების არ შეტანა არის უსამართლობა და არარაციონალურობა.
„ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების აქტი და მხოლოდ ისეთ საზიზღარ, გაუთლელ, ხეპრე და ძირდამპალ ხელისუფლებას, როგორიც ქართული ოცნებაა, შეუძლია მოწყალების აქტი გათხვაროს პოლიტიკურ ჩირკში.
ციხეში დღეს არის ხუმრობა, ადამიანი რომელსაც ჰქონდა იარაღი, ესროლა ვიღაცას და დაჭრა, ის შეწყალებით გამოდის, ხოლო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ იარაღი, აღარ ვსაუბრობ ჩაუდეს თუ არა, უბრალოდ ჰქონდა იარაღი და არ გამოუყენებია, ის ადამიანი რჩება. ისმის შეკითხვა, არის თუ არა ეს სამართლიანი და რაციონალური, მხოლოდ ქოცს და მხოლოდ ასეთ ყრძო მთავრობას შეუძლია ამოჭრას ამნისტიიდან უფრო დაბალი პრობლემურობის მუხლი და გაცილებით უფრო პრობლემური მუხლები ჩასვას.
დედამიწის ზურგზე, არცერთ ქვეყანაში, რუსეთში, ბელორუსსა და კიდევ ეაურეს ქვეყნებშიც კი თუ ამნისტიები ტარდება, მინიმუმ ორი მუხლი, ეს არის ნარკოტოკების მოხმარება და იარაღის უკანონო ტარება, მითუმეტეს როდესაც პირველი ნასამართლეობაა, ეს არი ის მინიმალური პაკეტი, რაც ამნისტიაში შედის.
ამით კიდევ ერთხელ კარგად ჩანს მორალი, რომ ესენი არ არიან ხალხზე მზრუნველები, ამათ ყველაფერი თავიანთი პოლიტიკური უკანალის შენარჩუნებისათის უნდათ.“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – იმედი მაქვს სააკაშვილის და მელიას ხაზი, ასევე „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შემოვა
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილის ინიციატივით ისნის რაიონში მცხოვრებ 100 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა