Amnesty – მინსკში თვითმფრინავის დაშვება, სადაც ბელორუსი ჟურნალისტი იყო, საჰაერო მეკობრეობაა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International “საჰაერო მეკობრეობის” აქტი უწოდა მცდარ ინფორმაციას თვითმფრინავში ნაღმის არსებობის შესახებ, რომლის მიზანი იყო მინსკში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის დაშვება ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დასაკავებლად.

“ეჭვი არ არის იმაში, რომ ბელორუსის მთავრობამ აფეთქების საშიშროების ცრუ განგაში და თავდაცვის ძალების გამანადგურებლები გამოიყენა იმისათვის, რომ თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა, იძულებით დაშვებულიყო ერთადერთი მიზნით – ქვეყნიდან წასული კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დაეკავებინათ, რომლის გაჩუმება მათ ძალიან უნდოდათ” – ორგანიზაციის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრაზერსმა 24 მაისს, ორშაბათს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

“თუმცა ეს ჰილივუდის ფილმის სცენარიცით ჟღერს, სინამდვილეში ეს რეალობაა და ამ საჰაერო აქტის რეალობა შემაშფოთებელია. ევროკავშირმა და დანარჩენმა მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და მოუწოდონ რომან პროტასევიჩის განთავისუფლებისაკენ. მას უფლება უნდა მიეცეს ბელორუსი დატოვოს და წავიდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც თვითონ აირჩევს” – სტრაზერსმა თქვა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავი დანაღმულია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას გენპროკურატურამ თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე საქმე აღძრა
შემდეგი სტატიარესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა