Amnesty-მ ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა

Amnesty-მ ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის “”სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა. “ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსის დადასტურებით ჩვენ მის პოლიტიკურ პროგრამას არ ვუჭერთ მხარს, მაგრამ ხაზს ვუსვამთ იმის აუცილებლობას, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა აღიაროს და დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის, დამოუკიდებელ სამედიცინო დახმარებაზე წვდომასთან დაკავშირებით” – განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 7 მაისს – “დოიჩე ველე” წერს.

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნის “სინდისის პატიმრის” სტატუსი ერთხელ უკვე მიანიჭა და ჩამოართვა. ამის შესახებ “ტვიტერში” ამერიკელმა ჟურნალისტმა აარონ მატემ გაავრცელა, ორგანიზაციის ბრიტანული განყოფილებიდან მიღებული წერილის საფუძველზე.

დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჯული ვერხაარმა პირობა დადო, რომ მომხდართან დაკავშირებით შიდა გამოძიებას დაიწყებდა.

 

https://www.amnesty.org/en/latest/news/2021/05/statement-on-alexei-navalnys-status-as-prisoner-of-conscience/

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: პრეზიდენტის განცხადების გამო უხერხულობა ვიგრძენი
შემდეგი სტატიაჩინეთის შიდა ეკონომიკა აპრილში 37%-ით გაიზარდა