AMNESTY INTERNATIONAL ტატუნაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

AMNESTY INTERNATIONAL-ი რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის დაუყოვნებლივი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად მოსპობის უფლება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პატიმრობაში მყოფი პირის დაღუპვა კი სწორედ ისე უნდა განიხილებოდეს, როგოც თვითნებური დასჯა და სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს.
“საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად დაღუპულის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება მათი წარმომადგენელი გარდაცვლილის ექსპერტიზას დაესწროს,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ტატუნაშვილის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს