Amnesty International: შეწყვიტეთ დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებულ აზრსა და პოლიტიკურ ლიდერებზე

შეწყვიტეთ დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებულ აზრსა და პოლიტიკურ ლიდერებზე – ასე ეხმაურება Amnesty International – საქართველოში პოლიტიკურის ლიდერების დაპატიმრებებს და შეშფოთებას გამოთქვამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, პირდაპირ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე და მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიზანში ამოღება მათი ადამიანის უფლებების მშვიდობიანი განხორციელებისთვის და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ციხეში ჩასვეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები.“

დენის კრიშოვი, რომელიც “Amnesty International”-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილეა, ფიქრობს რომ “ოცნება” სახელმწიფო უწყებებს ბოროტად იყენებს და ქვეყანაში კრიტიკოსების მიმართ ფართომასშტაბიანი რეპრესიები აქვთ დაწყებული.

„ოპოზიციური ფიგურების საპარლამენტო კომისიაში დაბარება და მათი დაპატიმრება და პატიმრობა მისი (ოცნების) ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გამო საქართველოში მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად.

მისი (ოცნების) სტატუსის სადავოობის გამო, საგამოძიებო კომისია გამოყენებული იქნა ყოფილი საჯარო მოხელეების პრინციპული ოპოზიციის გამო სამიზნედ. ის გახდა პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და არა საპარლამენტო კონტროლის, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების ადგილობრივი არჩევნების წინ დაკავებისთვის. მმართველი პარტიის მიერ საპარლამენტო სტრუქტურების ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების მიმართ უფრო ფართო ზეწოლის ნაწილია, რაც მოიცავს აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების თვითნებურ დაკავებას და დევნას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დახშობას რეპრესიული კანონმდებლობითა და უკანონო მოთხოვნებით”, – ამბობს დენის კრიშოვი.

banner
წინა სტატიაშიALDE-ის პრეზიდენტმა საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხა
შემდეგი სტატია“დემოკრატია ალყაში – საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!”-ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს