Amnesty International – რუსეთს ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

Amnesty International დონეცკში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა დამცველები რუსეთს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

Amnesty International-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ავიაიერიშებს 200 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

საუბარია დაბომბვებზე, რომლებიც რუსეთის ავიაციამ ჰომსში. ჰამაში, იდლიბში, ლატაკიასა და ალეპოში განახორციელა. ანგარიშში მოყვანილია მოწმეთა ჩვენებები და აუდიო ჩანაწერები.

Amnesty International-ის დასკვნას ოფიციალური მოკსოვი ჯერ არ გამოხმაურებია.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ბიზნესმენთა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას ითხოვს