Amnesty International-ი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს.
„საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა. ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, – ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა თბილისში – თემქაზე ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება