Amnesty International-მა ორგანიზაციაში შრომის “ტოქსიკური” პირობების გამო ხელმძღვანელობა დაითხოვა

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ხელმძღვანელებს შეიცვლის შრომის “ტოქსიკური” პირობების გამო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუმი ნაიდუმ დირექციის შვიდიდან ხუთი წევრი გაანთავისუფლა – Amnesty International-ის პრეს-მდივანმა 28 მაისს განაცხადა. დათხოვილი ტოპ-მენეჯერები თანამდებობებს ოქტომბერში დატოვებენ.
ორგანიზაციაში შრომის პირობების შესახებ მოხსენების მომზადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასულ წელს პარიზსა და ჟენევაში ორგანიზაციის ორმა თანამშრომელმა მოიკლა თავი. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იანვარში მოამზადეს მოხსენება, რომელიც ადგილობრივ ოფისებში შრომის პირობებს ეხებოდა. შედეგებიდან ჩანს, რომ თანამშრომლები ხშირად უჩიოდნენ სტრესს და ზეწოლას, შრომის პირობებს აფასებდნენ, როგორც “ტოქსიკურს” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“საინტერესო პროცესი იწყება უკრაინულ რეალობაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართულ რეალობასთან” – ქირია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს