Amnesty International-მა ადვოკატ გრობავსკის მკვლელების დასჯისკენ მოწოდება გააკეთა

Amnesty International-მა ადვოკატ გრობავსკის მკვლელების დასჯისკენ მოწოდება გააკეთა

ამნესტისაერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მოწოდება გააკეთა მოიძებნოს და პასუხისგებაში მიეცნენ ადვოკატ იური გრაბოვსკის მკვლელები, რომელიც უკრაინაში დაკავებული რუსი ალექსანდრ ალექსანდრობის ადვოკატი იყო – ამის შეასხებ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზეა საუბარი.
სამართალდამცველებმა ჩადენილ დანაშაულს „ამაზრზენი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს არის „შეხსენება იმ საშიშროებების შესახებ, რომელსაც ეჯახებიან იურისტები და აქტივისტები, რომლებიც მთავრობებს გამოწვევებს უგზავნიან“. „უკრაინის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ სერიოზული დარღვევის გამოსასწორებლად“ – განაცხადა Amnesty International-ის უფროსმა დირექტორმა ანნა ნეისტატმა. მისი თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს ოპერატიულად, ეფექტურად და დაუყოვნებლივ, დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად მიეცნენ პასუხისგებაში.
შეგახსენებთ, რომ იური გრაბოვსკი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. ის გუშინ მკვდარი აღმოაჩინეს. მას ფეხზე ასაფეთქებელი ბრასლეტი ჰქონდა გამობმული.

banner
წინა სტატიაშიბელგია F-16-ებს აგზავნის “ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად
შემდეგი სტატიაბრიტანეთში Independent-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა