Amnesty International-ი ნავალნიზე გადაწყვეტილებას სინდისის პატიმრის სტატუსის მოხსნის შესახებ ამოწმებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International გენერალურმა მდივანმა გერმანულ “დოიჩე ველესთან”
საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ორგანიზაცია გამოაქვეყნებს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის შედეგებს – 7 აპრილს ანეს კალამარმა გერმანულ გამოცემას განუცხადა. “ამ პროცესის შედეგები საჯარო გახდება როცა ის დასრულდება და ეს უახლოეს ხანში მოხდება” – უფლებადამცველამ თქვა.

ორგანიზაციის ალექსეი ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება 23 თებერვალს ჟურნალისტმა აარონ მატემ საკუთარ “ტვიტერზე” გაასაჯაროვა ორგანიზაციის ბრიტანული განყოფილების წარმომადგენლის წერილთან ერთად, სადაც ამის შესახებ იყი ნათქვამი. სკრინშოტში, რომელიც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა, ნათქვამი იყო, რომ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ნავალნის ძველი ვიდეოები და სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები, სადაც პოლიტიკოსი სადავო განცხადებებს აკეთებს. ორგანიზაციის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ჯული ვერხაარმა 27 თებერვალს პირობა დადო რომ შიგა კვლევას დაიწყებდნენ რომ გაერკვიათ “რა მოხდა არა ისე”.

17 მარტს Amnesty International-ს მრავალმა საერთაშორისო მეცნიერმა მიმართა მოწოდებით, ნავალნის აღუდგინონ სინდისის პატიმრის სტატუსი. მიმართვის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ალექსეი ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის ჩამორთმევა ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების სხვაობებზე მიუთითებს, რაც სერიოზული საზოგადოებრივი შეშფოთების საგანია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა მკაცრი ლოკდაუნი გააგრძელა