Amnesty International-ი ნავალნის შტაბების მასობრივ დახურვას აკრიტიკებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რეგიონალური შტაბების დახურვის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

“ამ ცინიკური შეტევის სითავხედე და შესაძლო შედეგების მასშტაბი უპრეცენდენტოა, რადგანაც ის ფაქტობრივად ერთდროულად ათასობით ადამიანის სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას არღვევს” – 26 აპრილს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორგანიზაციის დირექტორმა მარი სტრაზერსმა განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ფაქტობრივად საუბარია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ჯგუფზე” რუსეთში.

საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის 34 რეგიონში მოქმედი შტაბის თანამშრომლები, არამედ, ასობით ათასი ინტერნეტ მომხმარებელიც, რომლიც ნავალნის ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალებს აზიარებდა. გარდა ამისა, იგივე საფრთხის ქვეშ არიან ათასობით შემომწირველი, რომელიც ნავალნის ორგანიზაციის ანგარიშზე თანხებს რიცხავდა.

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავანის შტაბების მუშაობა შეაჩერა პროკურატურის სარჩელის განხილვამდე, სადაც პროკურატურა ითხოვს ორგანიზაცია აღიარონ როგორც ექსტრემისტული. გარდა ამისა, პროკურატურა ითხოვს საქმნიანობის უფლება შეუწყდეს ნავალნის ადამიანის უფლებების დაცვის ფონდსა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს. თუმცა, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას ინიციატივას ეხმიანება