Amnesty International – არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა

Amnesty International-ის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, როდესაც მათ თებერვალსა და მარტში უკრაინის დედაქალაქთან ტერიტორია დაიკავეს.

უფლებადამცველი ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სამოქალაქო პირებს „აწამებდნენ და ესროდნენ“ კიევზე წარუმატებელი თავდასხმის დროს, უკრაინაში შეჭრის ადრეულ ეტაპზე.

დოკუმენტის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში ჩაიდინეს „აშკარა ომის დანაშაულები”, მათ შორის „ბევრი უკანონო მკვლელობა”.

ორგანიზაციის მტკიცებით, რუსული ავიაციის მიერ 1-2 მარტს ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული დარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იყო “არაპროპორციული და განურჩეველი და აშკარა ომის დანაშაული”.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროცესს გაეცნო
შემდეგი სტატია“სოლიდარობა მიშას” – რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იწყება