Amnesty ეგვიპტურ სპეცსამსახურებს გატაცებულთა წამებაში სდებს ბრალს

Amnesty ეგვიპტურ სპეცსამსახურებს გატაცებულა წამებაში სდებს ბრალს

6ეგვიპტის უშიშროების სამსახურმა ასობი ადამიანი გაიტაცა და აწამა – ამტკიცებს საერთაშორიო ორგანიზაცია Amnesty International. გატაცებულთა შორის იყვნენ სტუდენტები, აქტივისტები, დამონსტრანტები, ზოგიერ მათგანი 14 წლის იყო – ისინი უკვალოდ გაქრნენ – ნათქვამია უფლებადამცველების მოხსენებაში.
Amnesty International თვლის, რომ ადამიანების ძალადობრივი გაქრობა, ეგვიპტის მიმდინარე რეჟიმის ძირითადი მახასიათებელი გახდა. მათი მტკიცებით, უშიშროებას გატაცებული ხალხი თვალახვეული და ხელებშეკრული ყავს.
ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც მოხსენებაშია აღწერილი, 14 წლის მანეზა მოჰამედ აბდალაჰს ეხება, რომელიც უშიშროების აგენტებმა სახლიდან გაიყვანეს გასულ სექტემბერს და “ძმებ-მუსლიმებთან” კავშირში დასდეს ბრალი.

ახალგაზრდა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მან ყველა ბრალდება უარყო, გამომძიებლებმა ის რამდენჯერმე გააუპატიურეს, რომ მისგან მათთვის საჭირო აღიარება მიეღოთ, ისინი ასევე იყენებდნენ დენს და აშანტაჟებდნენ.
ახალგაზრდამ უკვე პროკურატურაში თქვა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ და აღიარებაც ზეწოლის შედეგად მისცა, მაგრამ მას ბრალი მაინც იმავე მუხლით წაუყენეს.

ეგვიპტის მთავრობა უარყოფს საკუთარ მონაწილეობას ადამიანების გაქრობაში.
შს მინისტრი მაგდი აბდულ გაფარი ამბობს, რომ ეგვიპტის სპეცსამსახურები კანონის შესაბამისად მოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის შემდეგ, როცა ფელდმარშალ აბდულ ფატახ სისიმ გადატრიალება მოახდინა, ეგვიპრეში მოკლულია ათასზე მეტი ადამიანი, 40 ათასზე მეტი კი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაში“ახალი სახეებიდან 8 ქალი და 7 მამაკაცია, ასე რომ, მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას”
შემდეგი სტატიაგერმანია თურქეთის ინჟირლიკიდან საკუთარი სამხედროების გაწვევით იმუქრება