Amnesty: აშშ-მ ციხეებში წამების ფაქტები უნდა გამოიძიოს

ashhsუფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აშშ-ს მოუწოდებს ამერიკელი სამხედროების მხრიდან ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გამოიძიოს.
ორი დღის წინ პენტაგონმა 198 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო სიტუაციები ამერიკულ სამხედრო ციხეებში ავღანეთსა და ერაყში.
“მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი დამამტკიცებელი მასალა არსებობს აშშ-ს სამხედრო ციხეებში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ამერიკის მთავრობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მართალია, სამხედრო ტრიბუნალმა რამდენიმე სამხედრო პირი გაასამართლა, მაგრამ ხშირად ისინი არიან ჯარისკაცები და არა სამხედრო მეთაურები, რომლებიც ისევ დაუსჯებელი არიან” – ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: გაჩეჩილაძის სიტყვები სასიამოვნო მოსასმენი არ იყო
შემდეგი სტატიააჭარაში სწრაფი გადახდის სამი აპარატი გატეხეს