Amnesty დონბასში მძევლების დახოცვის გამოძიებას ითხოვს

ამნესტისაერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ მოიპოვა ახალი მტკიცებულებები აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომხრეების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვის ფაქტზე.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი მოქცევის ფაქტები ყველა სართაშორისო ნორმას არღვევს და რომ აუცილებელია „სამართლიანი გამოძიება, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.“
„ტყვეების წამება, დაცინვა და დახოცვა სამხედრო დანაშაულია. ამ ფაქტების გამოძიება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე“ – წერს Amnesty International .
„მკვლელობების ახალი მტკიცებულებები იმას მოწმობენ, რასაც უკვე დიდი ხანია ვეჭვობთ. საკითხი ახლა ასე დგას – როგორი რეაქცია ექნებათ სეპაარტისტების ლიდერებს ამაზე“ – ამბობს დენის კრიშეევი, Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მათ უკრაინელი სამხერდოს იგორ ბრანოვიცკის დაკითხვის ვიდეო აქვთ, რომელიც დონეცკის აეროპორტს იცავდა. ჩანაწერში, რომელიც იუთუბზეა გამოქვეყნებული, ჩანს სახეზე დარტყმის კვალი. ის ტყვედ იყო ჩავარდნილი, შემდეგ კი მოკლეს.
როგორც Amnesty International სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, ბრანოვიცკი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი მომხრეს მიერ იქნა დახვრეტილი. ჯარისკაცის გვამი ნათესავებს გადაეცათ. ის კიევში 3 აპრილს დაასაფლავეს. უკრაინის სპეცსამსხურები მის მკვლელობას იძიებენ.

banner
წინა სტატიაშიცარნაევის სიცოცხლეს ერთი ხმა სჭირდება
შემდეგი სტატიადანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება