„ამნესტი ინტერნეიშენალი“: სააკაშვილს შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს.

„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ – აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, – აღნიშნულია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ „ტვიტერის“ გვერდზე.

 

 

banner
წინა სტატიაშინედ პრაისი: საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება
შემდეგი სტატიაოპოზიცია დღეს 4 სხვადასხვა ადგილზე აქციას გამართავს