ამჯერად ერთ-ერთი კომპანია მეუფე ნიკოლოზს Iphone 12 PRO-ს ქეისებს უფასოდ სთავაზობს
სხვა სტატიები
- საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა
- “თიბისი ბანკმა” ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა
- რუსთაველზე, პარლამენტის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს, რომელსაც დღეს, 2 დეკემბერს დაპირებული Iphone 12 Pro აჩუქეს, ამჯერად ერთ-ერთი მაღაზია უფასოდ ტელეფონის ქეისებს სთავაზობს. შესაბამისი პოსტი მაღაზიამ Facebook-ზე დაწერა.
“მოგეხსენებათ დღეს მეუფე ნიკოლოზმა საჩუქრად მიიღო Iphone 12 პრო. შესაბამისად, მას დასჭირდება ახალი ქეისი იმისათვის, რომ ახალი ტელეფონი არ დაუზიანდეს. ტრენდული სახლი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მისი iphone 12 მრავალფეროვანი ქეისებით”, – აცხადებენ მაღაზიაში.