“წინა “სასამართლოზე” დარბაზის გარეთ დატოვეს ჩემი რამდენიმე ასეული მომხრე, მიუხედავად ძალიან ცუდი ხარისხისა, ჩემი გამოსვლა “სასამართლოზე” მინიმუმ 400 ათასმა ადამიანმა მოისმინა.
27 ათასიან გამოკითხვაში ქართველთა 60%-მა მე დამიჭირა მხარი.
ძირითადი დასავლური გადაცემები სულ მთხოვენ და სიამოვნებით ბეჭდავენ ჩემს სტატიებს და კომენტარებს, როგორც ეს გააკეთა 2 დღის წინ the Hill-მა.
და ეს ყველაფერი ხდება ჩემს სამარტოო საკანში გამოკეტვის 5. 5 წლის შემდეგ. აი ამიტომ ეშინია ივანიშვილს და მის ბანდიტებს ჩემი ყველაზე მეტად, დროა ყველა სხვამ მოიხსნას ჩემი კომპლექსი”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


















