“ჩემი პოზიცია ესაა და ვისაც მედიიდან ინტერესი აქვს, შეუძლია გამოიყენოს. მეტი მე სხვა პარტიის და მასში მიმდინარე პროცესების შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ, მიუხედავად დაუსრულებელი თავდასხმებისა ყველაზე და ყველაფერზე. ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა – გადგება განზე. ყველა თავად ირჩევს თავის გზას და არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ამით არც ქვეყანა დაიქცევა და არც ალიანსი”,_ აცხადებს ნიკა გვარამია.















