ამის პრეცედენტები ალბათ მომავალშიც იქნება – გოლეთიანი ყოფილი პოლიციელის აღიარებაზე

პოლიციის კაპიტნის, ზურაბ ხმელიძის აღიარების შემდეგ “ნამოხავანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ პოლიციელების მიმართ უკანონო ბრძანებების გაცემა შეწყვიტოს, ბარიკადები ხეობის შესასვლელიდან აიღოს და მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

“219 დღის განმავლობაში ჩვენ ვუყვებით საზოგადოებას ამ პროცესების შესახებ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პოლიციასთან და ვუყვებით ამ ბრძოლის ისტორიას როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და რა ხდება დღეს, ამიტომ ჩვენ სავსებით კანონზომიერად მივიჩნევთ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხარეზე გადმოვიდა, ჩვენ არანაირ მხარეებად არ ვიყოფით. ის დადგა იმ მხარეს, სადაც ვფიქრობ, უნდა იდგეს თითოეული ქართველი”,- თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ძალოვან სტრუქტურებში არაერთ ადამიანს, მათ შორის ჯარისკაცსაც უთქვამს, რომ ხეობაში მიმდინარე მოვლენების გამო სამსახურის დატოვების სურვილი აქვთ.

გოლეთიანი არ გამორიცხავს, რომ ხმელიძის შემდეგ ეს ტენდენცია გაგრძელდეს.

რიონის ხეობის მცველები დღეს ასევე გეგმავენ, სოლიდარობა გამოუცხადონ საყულიას სასაფლაოზე, სპეცოპერაციისას დაკავებულ თანამებრძოლს. ისინი 12 საათზე იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია
შემდეგი სტატიაიოსელიანი – შარლ მიშელის შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს