“ამის მონა ხართ” – ხოშტარია და ბოკუჩავა შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ყოფილ გენერალურ პროკურორსა და გენერალური პროკურორობის მოქმედ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, უსმენენ, ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ.

“აი, ამის მონა ხართ თქვენ” – უთხრა ელენე ხოშტარიამ შოთაძეს ივანიშვილის ნიღაბზე ანიშნა.

დეპუტატებმა სხდომაზე პოლიტპატიმრების ბანერები მიიტანეს და ქართული ოცნების დეპუტატებს დაურიგეს.

“რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ჰყავდეს ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, თქვენი ხელით, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას,”- უთხრა თინა ბოკუჩავამ შოთაძეს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა