ამირიკული ექსპერტიზის ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს

ამერიკული ექსპერტიზის რამოდენიმე ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს და მზადყოფნას გამოთვამს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კვლევის საქმეში ჩაერთოს. წერილი მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ვაშინგტონიდან დღეს მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამჯამად ცენტრ ,,ემპათიას” საექსპერტო დასკვნას ელოდებიან, რომ ის ამერიკულ მხარეს გადაუგზავნონ.

ამასთან, მედიასთან რამდენიმე თვიანი დუმილი დაარღვია ,,ვივა მედის” მთავარმა ექიმმა, ზურაბ ჩხეიძემ. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არაერთი კვლევა ჩაუტარდა, იგეგმება, რომ კვლევები ეტაპობრივად კიდევ ჩატარდება.

“დამატებითი კვლევები, რაც საჭირო იყო, ჩატარებული აქვს ყველაფერი. სამკურნალო პროცესი, მოგეხსენებათ, დინამიურია. შესაბამისად, დროთა განმავლობაში საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება.

ამ ეტაპზე არ მიფიქრია იმ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნება. ჩვენთვის მთავარია, ვუმკურნალოთ პაციენტს.”- განაცხადა ზურა ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა – იოსელიანი