ამირან სალუქვაძე:რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება

რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება

ამირსამხედრო ამბები.
რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება.

1. რუსეთის არმიის ბოლო 10 წლის განვითარებას თუ ვაკვირდებით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის არმია მომზადების ბოლო ფაზაზე გადადის. კერძოდ, ესაა სამობილიზაციო მომზადება. უკვე ორი კვირაა გრძელდება სამობილიზაციო წვრთნები. რუსეთი გადადის საკუთარი არმიის ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომისათვის მზადების ეტაპზე. ახლა არ შევუდგები ამ საკითხის დასაბუთებას, შევეცდები ვრცელი სტატია მივუძღვნა.

2. რუსეთში დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკებები ყარაბაღის თემაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ს. ლავროვის უამრავი განცხადებისა სიახლე შეეტანათ სტატუს-ქვოში, განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეს. განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამჯერად მხოლოდ 6 უიარაღო დამკვირვებელი მოქმედებს.
ვინც ჩემი ორი პუბლიკაცია წაიკითხა, ერთი ოთხდღიანი ომის (ასეთი ტერმინი მკვიდრდება) დაწყების დღეს, მეორე მოგვიანებით, დამერწმუნებით, რომ ანალიზი და პროგნოზი სწორი აღმოჩნდა.

3. რუსეთის “ურალვაგონზავოდის” დირექტორის სიენკოს განცხადებით, ქარხანამ დაასრულა აზერბაიჯანისთვის ტ-90ს ტიპის ტანკების მიწოდება. დიახ, “ურალვაგონზავოდი” ვაგონების გარდა აწარმოებს ტანკებს “არმატა”, ტ-90სმ და ტ-90ს. კონტრაქტს ხელი 2010 წელს მოეწერა.
ზოგადად საინტერესო თემაა კავკასიის მილიტარიზაცია, რა ხდება მეზობლებთან, რა დონეზე ვართ ჩვენ? მასალებს ვამზადებ და შევეცდები წარმოგიდგინოთ.

4. რა ხდება ჩვენს არმიაში? ჯერ არ დავწერ, ავხსენი რატომაც. თუმცა, თუ იმ საკითხის განახორციელება დაიწყეს, რაზეც მუშაობა დაიწყო, აუცილებლად დავწერ.
ისე, მინდა გითხრათ დიდი დანაშაული იყო კონტრდაზვერვის სამსახურის ჩამოშორება შეიარაღებული ძალებიდან. ასეთი თქმა იციან: “სახლში მარტო არ დაიტოვება”-ო. დაახლოებით ასეა. ჯერ ამით შემოვიფარგლოთ.

ამირაან სალუქვაძე

banner
წინა სტატიაშისპორტსმენი, რომელის სკოლაში სპორტის გამოცდის გამო გერმანიაში შეჯიბრებაზე ვერ მიდის
შემდეგი სტატიაშსს-მ 117 აბი “სუბუტექსი“ ამოიღო