21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ამირან სალუქვაძე: სამხრეთ სამხედრო ოლქში ახალი საერთო საჯარისო 8-ე არმია იქმნება

რუსეთი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას აძლიერებს: სამხრეთ სამხედრო ოლქში ახალი საერთო საჯარისო 8-ე არმია იქმნება.

მკითხველს მსურს ავუხსნა, რომ საერთო საჯარისო არმია წარმოადგენს ოპერატიულ გაერთიანებას, რომლის დანიშნულებაა ოპერაციების წარმოება ფრონტის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად ცალკეელი ოპერაციის მიმართულებაზე.

თუ სამხედრო ოლქების რუკას გადახედავთ მიხვდებით რამდენად განსხვავდება გეოგრაფიული ზომებით 5 ოლქი ერთმანეთისგან, შესაბამისად დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა თითო ოლქის საფუძველს წარმოადგენდა თითო არმია, სამხრეთ სამხედრო ოლქი უკვე იყო ყველაზე მილიტარიზებული, ანუ შეიარაღების და ტექნიკის სიმჭიდროვე სამხრეთ სამხედრო ოლქში იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ოლქებში.

სამხრეთ მიმართულებაზე კიდევ ერთი არმიის დამატებით ოლქის მილიტარიზაცია, ანუ სამხედრო ტექნიკის სიმჭიდროვე ორმგაგდება, რაც დასაფიქრებელია და უნდა აისახოს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების საბუთებში. მე თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ცვლილებებზე აღარ ვსაუბრობ, მაინც არავის ესმის უკვე 12 წელია.

ახალი 8-ე არმიის შენაერთები და სამხედრო ნაწილები განლაგებული იქნება როსტოვში, ნოვოჩერკასკსა და ვოლგოგრადში. შესაბამისად აღნიშნული არმია გააძლიერებს რუსეთის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს (კავკასია, შავი ზღვა, უკრაინა, (დონბასი)).

არმიის შემადგენლობა უცნობია, თუმცა არსებობს სტანდარტული სრრუქტურა და შემადგენლობა და ყველაზე მინიმალური კომპლექტაციითაც კი, ეს საკმაოდ სერიოზულად გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებას.

შევეცდები ცალკე წარმოგიდგინოთღია წყაროებიდან შეგროვილი მასალები რუსეთის არმიის ბოლო წლების გადაიარაღების, ტექნიკის განახლება-მოდერნიზაციის მოცულობების, ასევე 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რაც წარმოდგენას მოგვცემს, თუ რა მასშტაბებით ძლიერდება დღეს რუსეთის არმია. ასეთი ტემპებით დღეს ნატოს არცერთი არმიის განახლება არ ხდება.

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში ზვავი ჩამოწვა-გარდაცვლილი უცხოელი მოთხილამურეა
შემდეგი სტატია“გურია ნიუსი” ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის კადრებს აქვეყნებს