“ამირან გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, როგორ დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა ოქტომბრის არჩევნებზე”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დიპლომატების შეხვედრაზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი
შემდეგი სტატიადოლიძემ, კობერიძემ, ელისაშვილმა და იოსელიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს