ამირან გამყრელიძე : ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირი წესების მკაცრი დაცვით გათავისუფლდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირი წესების მკაცრი დაცვით გათავისუფლდა.

​როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ზუგდიდის შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები დგინდება.

„ზუგდიდში შემოტანილი შემთხვევაა, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება კარანტინიდან ადამიანის გათავისუფლებას, დეტალები დგინდება, იქ იყო უბედურება, ოჯახის ტრაგედია და გარკვეული წესების დაცვით, წესების მკაცრი დაცვით მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ის შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რის მიზეზადაც ძმის გარდაცვალება სახელდება. ის გასვენებაში ზუგდიდში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ისრაელის ტურიზმის მინისტრთან საუბრისას იმედი გამოვთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა