ამირან გამყრელიძე: ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2020 20:37

ამირან გამყრელიძე: ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმედი აქვს, წლის ბოლოს, თუნდაც 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება ან წლის განმავლობაში ეთიოტროპული პრეპარატი შეიქმნება, თუმცა ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი სოციალური დისტანცირებაა.

გამყრელიძის თქმით, ამიტომაც სთხოვენ მოსახლეობას, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დღესასწაულების აღნიშვნის ფორმატი შეცვალონ.

„ძალიან ბევრი კითხვა ეხება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენს ქცევას და ზოგადად, ამ პერიოდში რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. მე დღეს რამდენიმე საკმაოდ მძაფრი განცხადების გაკეთება მომიწია ამ საკითხთან დაკავშირებით და აღარ განვმეორდები, რადგან მოხდა მისი ტირაჟირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინა იქნება, ასევე ამ წლის განმავლობაში, ალბათ მეორე ნახევარში ეთიოტროპული პრეპარატი შეიქმნას ან რომელიმე უკვე არსებული პრეპარატი ინახოს, რომ მას აქვს სწორედ ეთიოტროპული მოქმედება, მაგრამ სხვა რადიკალური ღონისძიება არ არსებობს, გარდა ყველაზე უფრო ღირებულისა, ეს არის სოციალური დისტანცირება და ადამიანების ნაკლები შეკრება ჯგუფურად. ამიტომ, ეს ოთხი დღე, მოგეხსენებათ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაულია, აღდგომა გახლავთ ყოველთვის საქართველოში ტრადიციულად დიდი შეკრებების მიზეზი. ამიტომ არის ჩვენი რეკომენდაციები ძალიან დიდი მოწიწებით, ძალიან დიდი თხოვნით საზოგადოებისადმი, რომ წელს ჩვენ ეს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ, რადგან ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა შემდეგ ძალიან, ძალიან რთული იქნება ნაკლები დაზიანებით და გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის ეს უმორჩილესი თხოვნა, რომ თავი შევიკავოთ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ, ჩვენი მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი მისვლა ადგილზე ტაძარში. კარგად გამიგეთ ხომ, რომ ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, რომ გითხრათ ამ საშიშროების შესახებ“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2020 20:37

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics