გამყრელიძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს იქნება მარტი-აპრილში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, საქართველომ უკვე გააკეთა წინასწარი შენატანი და როცა ვაქცინა დამტკიცდება, ქვეყანას შეეძლება ვაქცინის მიღება და მისი არჩევაც, ვინაიდან, გამყრელიძის განმარტებით, საქართველომ მეტი თანხა გადაიხადა სწორედ იმ პირობით, რომ რამდენიმე სახის ვაქცინიდან არჩევის საშუალება ჰქონოდა.

გამყრელიძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს იქნება მარტი-აპრილში.

„ჯერჯერობით დაანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, ეს დაანონსა აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ. ასევე აანონსებს საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ჯერჯერობით ამ ეტაპამდე არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც ამერიკის წამლის და საკვების ადმინისტრაცია მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოს, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბერის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე. ამიტომ, შესაძლებელია, ამ ქვეყნებმა დაიწყონ. რა შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ კოვაქს პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. კოვაქს პლატფორმა როგორც ვიცი, შეისყიდის დაახლოებით მილიარდზე მეტს. დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს პლატფორმაში გაერთიანებული და რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის კოვაქს პლატფორმა, თანაც არა ერთი ვაქცინის. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, ასტრაზენეკასი, ფაიზერის – რამდენიმე ვაქცინა. სხვათაშორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს პლატფორმასთან. ჩვენ გავდავიხადეთ წინასწარი შენატანი 4.5 მილიონი ლარი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გიკარნახებენ ის კიარ შემოიტანო, შენ შეარჩიო ვაქცინა. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან ეს იქნება სადღაც მარტი-აპრილისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამავდროულად მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ შესყიდვებზეც.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგა რუხის საავადმყოფოში, დამონტაჟება იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში იქნება