ამირან გამყრელიძე – ვაქცინაციის შედეგად ქვეყანაში 60 პროცენტი უნდა იყოს იმუნური ფენა, რათა ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე.

მისივე თქმით, დასახელებულ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ექნება. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს,  ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი.

„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და აქ განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიაწვდის საჭირო ვაქცინების 20 პროცენტს. ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა. ვიდრე ყველა ქვეყანას 20 პროცენტი არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლოება. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა