ამირან გამყრელიძე: უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს

კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდება, რადგან ერთი მხრივ, ტესტირების გაფართოება, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს. დღესაც ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, სიმპტომები ვისაც გაუჩნდა, გავტესტეთ კარანტინში და გადავიყვანეთ „კოვიდის“ კლინიკებში. ვმსჯელობთ ახლა, შიდა მსჯელობა გვაქვს, შესაძლებელია კარანტინიდან გამოსვლის წინ, ვთქვათ, ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ პისიარტექნოლოგიით ტესტირება. რა თქმა უნდა, უკვე დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, დაგისახელეთ სხვადასხვა ​კლასტერი ხომ, იქ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანია გამოკვლეული და ეს კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება. ხაზს ვუსვამ, რომ გაფართოვდება იმიტომ, რომ ერთი მხრივ ტესტირების გაფართოება, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ დღეში დაახლოებით 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-ისთვის დაგეგმილი გვაქვს 1500–2000
შემდეგი სტატიასაკარანტინო სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს