ამირან გამყრელიძე – წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი

მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში პირველ ხაზზე იყვნენ და დღესაც პირველ ხაზზე არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, იმუნიზაციის დაწყების პროცესში, რომელმაც ქვეყანაში უნდა დაასრულოს ეპიდემია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში განაცხადა, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

მისი თქმით, მედიცინის მუშაკებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა ამ პანდემიიდან ​მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს.

„მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პირველ ხაზზე იყვნენ ამ ერთი წლის განმავლობაში და დღესაც პირველ ხაზზე არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, იმუნიზაციის დაწყების პროცესში. ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, ვინც მუშაობენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დაზიანებით ამ პანდემიიდან. დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი. ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები. მე დღეს მოვედი ჩემს ალმა-მატერში, ამ საავადმყოფოში დავიწყე ჩემი საექიმო მოღვაწეობა, აქ ჩამოვყალიბდი როგორც ექიმი, პედაგოგი, მეცნიერი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსვლა. ეს არის ყველაზე დიდი ტრადიციების საავადმყოფო და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს კარგად გაართმევს თავს. მშვენივრად არის ორგანიზებული სამი აცრის კაბინეტი. ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის აუცილებელი. კერძოდ, ასაცრელი ადამიანის შესაბამისი გამოკითხვა, მისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა და ასე შემდეგ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათასი, 700 ათასამდე ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აიცრა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა