ამირან გამყრელიძე : თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.

„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეზღუდვებზე საუბრისას გამყრელიძის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბიზნესის მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აქ იკვეთება ბიზნესის დიდი მნიშვნელობა. რა შეზღუდვა სჭირდება, თუ ვირუსი გაუჩნდა, დაიკეტება, ხომ? აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მვოუწოდებ ხელმძღვანელებს, ბიზნესმენებს, თავიანთ სამუშაო ადგილებზე მაქიმალურად უზრუნველყონ ყველანაირი პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ მათ ბიზნესს გაჩერების საფრთხე არ შეექმნას. უმარტივესია: ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა პაატა

banner
წინა სტატიაშიქვეყანა დაგვექცა, ეკონომიკა აღარ გავქვს, 600 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და თან იპოდრომიც რომ უნდა გვიხაროდეს!
შემდეგი სტატიასექტემბერში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა