ამირან გამყრელიძე : სკოლებში ინფიცირების შემთხვევა მოსალოდნელია და სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება სკოლის ხელმძღვანელობამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ფაქტის დაფიქსირების შემდგომი სამოქმედო გეგმა სკოლის ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს. მისივე თქმით, სკოლებში მკაცრად უნდა იყოს დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული პროტოკოლი.

„სწავლა გუშინ დაიწყო, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივიდნენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული ის წესები და ის პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფიცირების შემთხვევა, ამაზე იყო დღეს საუბარი, შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ კლასის დახურვა, ეს უნდა იყოს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი განხილვის საფუძველზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: 8 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ პენსიონერს ექვსი დოლარით მოუმატა პენსია