ამირან გამყრელიძე – „სინოფარმით“ ორ აცრას შორის შუალედი 21-დან 28 დღეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმის“ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთება რეკომენდირებულია პირველი აცრიდან 21-28 დღის ფარგლებში.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, თუ მოქალაქე გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნულ პერიოდში აცრას ვერ შეძლებს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მან მეორე დოზა შემდეგ მიიღოს.

„სინოფარმზე“ აცრა ხდება 18 წლის ზემოთ. ორ აცრას შორის შუალედი არის 21-დან 28 დღე, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გა,ომუშავება 21-დან 28 დღის მეორე დოზის შემდეგ, ამიტომ სასურველია, რომ ეს დავიცვათ, თუმცა თუ რაღაცა პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე დოზა მან შემდეგ მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტრენინგი ჩაუტარეს
შემდეგი სტატიასამეცნიერო კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში