ამირან გამყრელიძე : შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

ამასთან, ამირან გამყრელიძე იმ პედაგოგებს, რომლებიც მწვავე ეპიდსიტუაციის კერებში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება.

ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა, ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს.

ასევე, იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : „ქართული ოცნების“ ე.წ. ახალი სახეები მეცოდებიან