ამირან გამყრელიძე – შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებამ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, თავი უნდა აარიდოს, რათა ეს შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ და დაანონსებულ აქციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეში 400 დადებით შემთხვევამდე ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო 2-3 თვე მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.

„ჩემი რეკომენდაციაა, რომ ამ 2-3 თვის განმავლობაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. ამის პირველი ნიშანი არის ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ინციდენტობა ერთ დონეზეა თითქმის. ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ ზემოთ აიწია. ეს იმის ნიშანია, რომ შემსუბუქების პერიოდში შესაძლებელია გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება გვქონდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ – პირბადე ყველგან, შიგნით თუ გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეში, აუცილებელია მუდმივად მისი ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და თავის არიდება ყოველგვარი დიდი შეკრებების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს შეკრება. ეს არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. თუ ჩვენ ამას ყველაფერს დავიცავთ, მაშინ დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი ამ ფარგლებში უნდა გავიაროთ. დღეში 150-დან 400 შემთხვევამდე არ არის დიდი პრობლემა ჯანდაცვის სისტემისთვის და ამას ჯანდაცვის სისტემა კარგად აუდის; შესაბამისად, ეს ადამიანები არიან კარგად მოვლილი და მიხედილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურებულია