ამირან გამყრელიძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 22:28

ამირან გამყრელიძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება, თუმცა როგორც მან განმარტა, ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია, რადგან გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.

„ყველაზე ახლო, რაც შემიძლია გითხრათ, 22 მაისს გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ჩვენ ვხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითებს. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ეს არ იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ იქნება ძალიან მალე”, – თქვა გამყრელიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 22:28

Google სტატისტიკა


2,313
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics