ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაშიჯონათან კაცი : დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება
შემდეგი სტატიაკეთილი ინებეთ და შეასრულეთ ვალდებულებები, უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ