ამირან გამყრელიძე – „რემდესივირზე“ არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ამავე დროს ძალიან დამაიმედებელიც, საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „გილიადი“, რომელიც საქართველოს ც ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით ამარაგებს, დღეს ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

გამყრელიძის თქმით, სწორედ მათ მიერაა შექმნილი 2015 წელს პრეპარატი „რემდესივირი“, რომელთან დაკავშირებითაც, კორონავირუსის მკურნალობის თვალსაზრისით, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, თუმცა ამავე დროს ძალიან დამაიმედებელიც.

„გილიადი“ საქართველოს ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით ამარაგებს და ეს დიდი პროგრამაა, რომელიც 2015 წელს დავიწყეთ. ეს არის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, ვინც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანია. მათ მიერ შექმნილია ებოლას ეპიდემიის დროს, 2015 წელს ეს პრეპარატი. ამ პრეპარატზე ჯერჯერობით არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ძალიან დამაიმედებელი ამევე დროს.

გუშინ იყო დიდი მეცნიერის, ფაუჩის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ დიდ კვლევაში პრეპარატმა უფრო ნაადრევ ეტაპზე, ხუთი-ექვსი დღით შეამცირა ორგანიზმში ვირუსის განულების მაჩვენებელი და ამავე დროს, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა. თუმცა, ძალიან ბევრი რანდომიზირებული კვლევა მიდის ამ პრეპარატზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს აღნიშნული პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს.

„საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს „გილიადთან“ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემდეგ ეტაპზე საქართველოს საზღვარზე გადმოსული ტრაილერების მძღოლების ტესტირება იგეგმება
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობის მეთოდს მივმართოთ, პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი