ამირან გამყრელიძე : რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს

admin
ავტ.: admin დეკემბერი 14, 2020 14:13

ამირან გამყრელიძე : რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა.

მისივე თქმით, საუბარია პირებზე, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე დაუფიქსირდათ, მეორედ კი შემოდგომაზე.

„რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. მნიშვნელოვანია პირველადი ნიმუშების ამოღება. პროტოკოლი გაკეთდა რეინფიცირების, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს ეყრდნობა, როდის უნდა დაადასტურო, გაქვს თუ არა ნამდვილად რეინფიცირება. ეს ასევე გულისხმობს ამ ნიმუშების ეგრეთ წოდებულ გენომის სეკვენირებას, ანუ დაშლას და ამის მიხედვით დასკვნის გაკეთებას, იყო თუ არა ნამდვილად რეინფიცირება. იცით, ამ ტიპის კვლევები მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში. რამდენიმე შემთხვევაა ამოღებული გაზაფხულის და შემოდგომის, “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 14, 2020 14:13

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics