ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტის შემთხვევა.

„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 314 ადამიანი, თვითიზოლაციაიში ათას 100 ადამიანი, ყველას მოვუწოდებ დაიცვან წესები, რაც დღეს განსაზღვრულია ქვეყანაში შესაბამისი ინსტრუქციებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მესამეული და მეოთხეული გადაცემის შემთხვევაში საუბარი უკვე ქვეყნის შიდა გადაცემაზეა.

დღეს დადასტურებული ხუთივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ადამიანების ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ყველაფერი გამოკვლეულია. მიმდინარეობს ამ ადამიანების გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ