ამირან გამყრელიძე : პოლიტიკური პროცესიც პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს, აჭარაში მიმდინარე აქციები უპასუხისმგებლობაა

შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას, რადგან დღეს ჩვენ სულყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ეპიდვითარების ფონზე, აჭარაში კვლავ გრძელდება აქციები, მაშინ, როდესაც სახელმწიფო აწესებს შეზღუდვებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს, მსგავს ქმედებას როგორ შეაფასებთ“.

გამყრელიძის თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნოებიეროს, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას, რადგან დღეს ჩვენ, ყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების. სწორედ ამის შეჩერების არსებობს რამდენიმე მიდგომა, ერთ-ერთი სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ ერთია დაწესება და აღსრულება- მეორე. თუ მას არ აღვასრულეთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, ისე არაფერი არ გამოვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და „რემდესივირი“ მალე უნდა იყოს საქართველოში
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგა რუხის საავადმყოფოში, დამონტაჟება იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც