ამირან გამყრელიძე: პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება, თუ ზომები არ გამკაცრდება

region
ავტ.: region ნოემბერი 25, 2020 16:06

ამირან გამყრელიძე: პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება, თუ ზომები არ გამკაცრდება

ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას, მაგრამ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს რეკომენდაციებს, რა ტიპის, როგორი და რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა მივიღოთ. მაგრამ არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ერთი მხრივ გამკაცრეება, მეორე მხრივ ტესტირებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა და მესამე, უფრო მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 25, 2020 16:06