ამირან გამყრელიძე: პიკში შევალთ აპრილის ბოლოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში უნდა შევიდეს აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

„რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განავლობაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-ში პოლიციელმა 16 წლის აფროამერიკელი გოგო მოკლა
შემდეგი სტატიაგაბუნია: 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული