ამირან გამყრელიძე – პანდემიის თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას

პანდემიის თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ასევე პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რომ ამ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა იყოს ჩართული და არა მარტო დღევანდელი მმართველი პარტიის, არამედ წინადადება იქნებ განვიხილოთ ყველამ ერთად, რომ პანდემიის თემა, რომელმაც 10 000 ადამიანის სიცოცხლე წაიღო უკვე საქართველოში, ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას როგორმე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. მოვიყვანე დღეს მე მაგალითი, ჩვენ 23 500 დღიური აცრა გვქონდა აგვისტოში, 19 000-ზე ოდნავ მეტი გვქონდა სექტემბერში, ოქტომბერში ჩამოვედით 5 000 აცრაზე საშუალოდ. ჩვენ რომ ოქტომბერში და სექტემბერში აგვისტოს ნიშნული დაგვეჭირა, დღეს უკვე მილიონი აცრით მეტი გვექნებოდა გაკეთებული და აღარ გვექნებოდა დღეს გეუბნებით ნამდვილად 5 200 შემთხვევა და გუშინ 6 000 შემთხვევა. აღარ გვეყოლებოდა 50 გარდაცვლილი დღეს ჩვენ რომ ისეთივე აქტიურები ვყოფილიყავით ოქტომბერში, როგორიც სექტემბერში და აგვისტოში. ხომ შეგვიძლია, ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა